წაღვერი
...ჰაერი სუფთა და გამჭვირვალე, გაჟღენთილი წიწვის არომატით, მჩქეფარე მინერალებით წყაროები, რომ დაეწაფები და სმით ვერ ძღები, ეს წაღვერია...
მდებარეობა
წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, გუჯარეთის ხეობაში, მდ.გუჯარულას ნაპირზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა. კლიმატი კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი), ზამთარი ზომიერად რბილი და საკმაოდ თოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა(-3,5%c), ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურააა +18,3%c), ნალექების რაოდენობა წლის განმავლობაში 585 მმ-ია ჰაერის წლიური საშუალო ტენიანობა 77%-ს უახლოვდება. მზის ნათების საათების რაოდენობა 2000 აღწევს წელიწადში. ისტორია წაღვერის წარშობის შესახებ სხვადასხვა გადმოცემები არსებობს 1913 წელს მიხეილ მურვანიშვილს მოუწვევია მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებიდან არქეოლოგები წაღვერში გათხრების ჩასატარებლად, უზნარიანის ციხის მიდამოებში ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა და აქ აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული. მესხეთ-ჯავახეთში ტურქების გაბატონების შემდეგ ეს მხარე მთლიანად დაიცალა და მისი ხელახალი აღორძინება მე-19 საუკუნიდან იწყება. 30-იან წლებში მეფის მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი აქ ჩამოასახლა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული წაღვერი უკვე იყო ინტელიგენციის საყვარელი დასასვენებელი ადგილი. აქ ჰქონდათ აგარაკები მარიჯანს, ზაქარია ფალიაშვილს, იოსებ გრიშაშვილს,(წაღვერშია დაწერილი ოპერა „დაისი") მიტროფანე ლაღიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილს და სხვა, ზოგი მათგანი დღემდეა შემონახული. კურორტი
წაღვერის საკურორტო მნიშვნელობის შესახებ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას 1867 წელს მოახსენა ბორჯომის მამულის ექიმმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რემერტმა. აქედან იწყება წაღვერის, როგორც კურორტის განვითარება. წაღვერის კურორტად ფორმირება პრაქტიკულად ბორჯომთან პარალელურად ხდებოდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი იმდენად პოპულარულია უკვე, რომ მას პატარა ბორჯომს უწოდებენ. წაღვერის კურორტად ჩამოყალიბებაში, მის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ მურვანიშვილს, იმ პერიოდში წაღვერის სატყეოს უფროსს. მან აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები, ააშენა ტყე-პარკი დამსვენებელისათვის. მისი თაოსნობით გამოყოფილი იქნა ყველაზე საუკეთესო კუთხე წაღვერში -კეჩხობი, სადაც მიხეილმა გააშენა პარკი და დაგეგმა აგარაკების ასაშენებლად. კურორტ წაღვერის გამორჩეულ გამაჯანსაღებელ სამკურნალო ზემოქმედებას განაპირობებს: მთის ჰავა, წიწვოვანი ტყის არომატი, ძლიერი ქარების სიმცირე, სეზონზე ტემპერატურის მცირე მერყეობა და ზომიერი საშუალო წლიური ნალექი. კლიმატი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ ასევე პროფილაქტიკისთვის ზედა სასუნთქი გზების, ბრონხების და ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს. ხელს უწყობს ალერგიული, ასთმური დაავადებების მწვავე პერიოდის შემდგომ ორგანიზმის სწრაფ გაჯანმრთელებას. ამავე დროს აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს ( იმუნურ სისტემას), რაც თავისთავად მკვეთრად ამცირებს ავადობის სიხშირეს, განსაკუთრებით ბავშვებში. გამაჯანსაღებელი სეზონი იწყება მაისის თვიდან და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. ზამთარში იანვარ-თებერვალის თვეები გამოირჩევა საკურნალო ფაქტორების დადებითი ზეგავლენით.. კლიმატის ზემოქმედების რამდენიმე ფორმა არსებობს: სეირნობა - პასიური კლიმატოთერაპია და აეროთერაპია, რომელიც სასურველია განისაზღვროს სპეციალისტთან კონსულტაციით. პირველ დღეებში მიზანშეწონილია დამზოგველი რეჟიმი, ჰაერის და მზის აბაზანების მიღების დროა: დილით 9 საათიდან 12 საათამდე, პროცედურის ხანგრძლივობა 10-20წთ. დამოკიდებულია ასაკზე და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობაზე. სამკურნალო მინერალური წყლები მიეკუთვნება ბორჯომის ტიპის სასმელ მინერალურ წყლებს. შეიცავს მიკროელემენტებს მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, ნატრიუმს შედარებით მაღალი შემცველობით. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს სასმელი მინერალური წყლის სამკურნალო გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას სხვადასხვა დაავადებების დროს. კერძოდ გამოიყენება გულსისხლძართვთა და საჭმლისმომნელებელი სისტემის დაზიანებისას. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთების დროს, ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს. ანემიების და მწვავე დაავადებების გამოჯანმრთელების და/ან ქირურგიული ჩარევის/ ოპერაციების შემდგომ პერიოდში. დალევა რეკომედირებულია დღეში 3-4 ჯერ 100-200მლ. 8-10-20 დღის განმავლობაში. (დოქტორი ლია სირაძე). ვრცლად წაღვერის მინერალური წყლების შესახებ
|
წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი: (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 1.1 ათასი (2002).
ლალით და ქარვით აჭრელდა მთები,
წაღვერის მთები შემოგარსული; აქ სამშობლოა ჩემი რითმების, ფოთლის შრიალში მესმის წარსული. აქ ყოველივე მიმაჩნდა განძად: ნაძვები, ვეძა, ჩუმი ბუნება, ცხოვრების გზები აქ გამეკვანძა და აქ ვეძებდი მზით განკურნებას. კვლავ მოგონება მოვა და წავა, შეხეთ ამ სივრცეს! დაღვრილა ლილა, ლამაზ ქალივით მზემ დაიმკლავა და ღრუბლეს ავლებს ცის თასში ფრთხილად. რა მსუბუქია წაღვერის დილა, ბავშვურ ხალისით მზეს ვეღიმები, და მოგონებაც ისე გაშლილა, როგორც ტყის პირად ჯოგი ირმების. მარიჯანი ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა დასახლების პოპულარობაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სიმღერა. ათეული წლების განმავლობაში სიამოვნებით უსმენდნენ და დღესაც უსმენენ მას, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ თუ უცხოელმა წაღვერის არსებობის შესახებ სწორედ ამ სიმღერით გაიგო.
ანდრო თევზაძე თბილისი და წაღვერი მუსიკის ავტორი და პირველი შემსრულებელი _ მარეხ გოძიაშვილი გრძნობა როგორ დაგიამო, ან რა ლექსი გიმღერო? ქალო, ალვისტანიანო, ვარდისა და მზის ფერო! ნუთუ აღარ გაგახსენდი, რაც აქედან წახველი? ო, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და წაღვერი... თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი თუ მიდამოს გავცქერი, მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი. შენზე ფიქრებს გადავურჩე, თუ თბილისის მზეწვიას?.. ვერ მოვუსწარ მატარებელს, ეს რომ გამომეძია. ბევრი კოცნა დაგადევნე, ერთიც ვერ მოგეწია!.. აგერ თითქმის სამი თვეა, რაც დატოვე ეს მხარე და წერილიც არ მომწერე, ერთხელ არ გამახარე! შენ ნაძვნარში დასეირნობ, მე კი მადნობს ივლისი, ო, ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და თბილისი!.. იქნებ სხვაზე გადამცვალე, სხვას აენთე კელაპტრად?! არ გიყვარვარ? ჩემი ლექსი აბა, რად მოგენატრა?! თუ გიყვარვარ, რად გამირბი, რატომ თავაზიანობ? თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა ეჭვით დამაზიანო? ჩემო ვარსკვლავთვალიანო, მთვარის თანაზიარო!. ჩემი გრძნობა წმინდა არის, ვით ანკარა მთის წყარო, და მგოსანზე უკეთესმა ქვეყნად ვინ შეგიყვაროს?! პოეზიის სურნელება მსურს, რომ გადმოგიღვარო, სიხარულის დღეებია, მოდი, ჩვენც გავიხაროთ!.. Tsagveri da Tbilisi.Oksana Smirnova
http://www.youtube.com/watch?v=Znm3bHuT9uU |