გამოხმაურებები, შთაბეჭდილებები, მოგონებები წაღვერის შესახებ
წაღვერი
"ზაფხულს მთელი წელი ველოდით, ყველანი ერთად წაღვერში რომ წავსულიყავით. იქ ჩვენი საგვარეულო აგარაკია, სადაც თავის დროზე მამა, ელისო და მთელი ჩვენი ნათესაობა ისვენებდა." სახლი შემაღლებულ ადგილას, არჯევანიძის ტყესთან ახლოს დგას. მთელი დღე ბავშვებთან ერთად ამ ტყეში დახეტიალობდა, ლაშქრობებზე დადიოდნენ, ახალ თამაშებს იგონებდნენ და ასე ერთობოდნენ. "მახსოვს, ერთი "დაუძლეველი" მწვერვალი რომ დავიპყარით - გვირგვინა ერქვა. ალბათ, ეს ამბავი ნამდვილ ალპინისტს სასაცილოდაც არ ეყოფოდა. ჩემთვის კი, ეს რაღაც მიუწვდომელ ოცნებას გავდა. ისიც კი გავიფიქრე, ადამიანებს ხანდახან ოცნებები, ალბათ, მართლა უსრულდებათ-მეთქი." მაშინ ლექსების წერით იყო გატაცებული, და მეზობელი ბავშვების, მეგობრების კარიკატურებს ხატავდა. კი არავის დასცინოდა, არა, საღამოს წრეზე ერთად დასხდებოდნენ და ბევრს იცინოდნენ ხოლმე. წაღვერში ახლაც ყოველ წელს დადის. შეთხელებული ტყეების გარდა, კიდევ ბევრი რამე ხვდება შეცვლილი. ხალხიც თითქოს გამოიცვალა - ზოგმა სახლი გაყიდა, ზოგიერთმა ქალაქს მიაშურა, მაგრამ ბავშვობის ის "სული" მაინც ყოველთვის ხვდება - სუნი, ეზო, ტყის ხმაური და მთა. მაკა ვირსალაძე, ცხელი შოკოლადი, http://shokoladi.ge/content/maka-virsalaze В Боржоми начинается 25-километровая узкоколейная железная дорога, по которой
курсируют маленькие паровозы с вагонами (названные "кукушкой"), в горный поселок Бакуриани - зимний горнолыжный курорт Грузии. (Теперь павовозы заменены на электровозы). На полпути от Боржоми к Бакуриани расположен посёлок Цагвери. Примечателен он тем, что во время Великой Отечественной войны в здании цагверского санатория располагался эвакогоспиталь для раненых бойцов Красной Армии., а в посёлке базировался резервный стрелковый полк. Поступали раненые в вагончиках "кукушки" и выгружались кто своим ходом, но большинство тяжелораненых на носилках. Колея железной дороги проходила недалеко от здания госпиталя; железнодорожный состав с ранеными останавливался напротив здания и весь медицинский персонал участвовал в выгрузке раненых. Госпиталь существовал с сентября 1942 по июль 1945 годов. წყარო: http://sochi-new.ru/stati/drugie-goroda/16-bozhomi-cagveri-1964-g.html |
ბმულები
|