მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა
პროკუდინ-გორსკის ფოტო-გალერეა იხილეთ
|
საქართველო მდიდარია მრავალფეროვანი ბუნებით, ისტორიული მემკვიდრეობით, ეთნო-კულტურული ტრადიციებით, საკურორტო რესურსებით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მოგზაურთათვის, დასვენებისა და გაჯანსაღების მსურველთათვის. და ამ მრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისტორიული თორის მხარეს, დღევანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტს. საკურორტო-რეკრეაციული შესაძლებლობებით ეს ზონა ლიდერია, აქ გადის მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტები, აქაა მსოფლიოში ცნობილი ზამთრის კურორტი ბაკურიანი, აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩქეფს მინერალური წყაროები.
წაღვერის ტურისტული ცენტრი თქვენს ყოფნას ამ მხარეში დაუვიწყარს გახდის. თქვენს განკარგულებაშია სრულფასოვანი ტურისტული ინფორმაცია, მრავალფეროვანი და სხვადასხვა სირთულის ტურმარშრუტები, კვალიფიციური მომსახურება. |
ბოლო სიახლეები
http://borjomi.tv/?menuid=14&id=464&lang=1
წაღვერის მინერალური წყაროების შესახებ: შეხვედრა ექიმთან, კურორტოლოგ-ბალნეოლოგ ლია სირაძესთან |
რუბრიკა: ფოტო-პარალელები