ფოტო/ვიდეო გალერეა
აქ წარმოდგენილია თორი-გუჯარეთის მხარის ფოტო/ვიდეო გალერეა. ამასთანავე ყოველ ტურ-მარშრუტს, სასტუმროს და ცალკეულ ტემატურ საკითხებს თან ერთვის შესაბამისი ვიზუალური მასალები.
|
ბუნება
სიძველენი
იხილეთ ვრცლად წაღვერის შესახებ
სერგეი პროკუდინ-გორსკი (1863-1944), ცნობილი ფოტოხელოვანი, იმპერატორის კარის ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი ტექნოლოგიით მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო ფერადი ფოტოკადრების მიღება. საიმპერატორო კარის დაკვეთით ის მოგზაურობდა რუსეთის იმპერიაში და იღებდა ბუნებას, ძეგლებს, ადამიანებს...
ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არსებული ცნობით იგი 1912 წელს იყო ბორჯომში და მაშინ გადაიღო წაღვერი, დაბა, ტიმოთესუბანი და უნიკალური კადრები დაგვიტოვა. მისი მემკვიდრეობა ინახება ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში პროკუდინ-გორსკის ათეულობით კადრი აქვს გადაღებული. ბევრი რამ ჯერ კიდევ კვლევას საჭიროებს... ამჯერად აქ გთავაზობთ წაღვერის თემის კადრებს, ვამზადებთ ბორჯომის გალერეას.