ჩვენს შესახებ
წაღვერის ტურისტული ცენტრი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პროექტის "სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა" ფარგლებში. მისი მიზანია მხარის ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.