უზნარიანის ციხე - მზეთამზე
სოფელი მზეთამზე სრულიად ამართლებს თავის სახელს, ესაა ყველაზე მზიანი დასახლება გუჯარეთის ხეობაში. იგი გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობით და ბუნებრივი სილამაზით, ლამაზი ხედებით. სპეციალისტები სოფლის სახელის წარმოშობას უკავშირებენ ქრისტიანობის მიღებამდე აქ მზის სალოცავი კულტის არსებობას.
მზეთამზეში ასვლას ჩვენ გთავაზობთ მოკლე გზით, რომელიც უზნაირიანის ციხის ძირში გადის, ამიტომ გზად ცხადია მოინახულებთ ამ ციხესაც. მზეთამზეში მრავლადაა საპიკნე, დასასვენებელი და გასართობი ადგილები. მზეთამზიდან ეშვებით სამანქანე გზით, მის პირას შეამჩნევთ ოდესღაც აქ მბორგავი ვულკანის გაციებულ ქაფს, სიმხურვალისგან გაწითლებულ ქვებს, მოინახულებთ პატარა ლამაზ ჩანჩქერს, დაისვენებთ გუჯარულას ნაპირზე და დაბრუნდებით წაღვერში. ამ მარშრუტის უზნარიანის ციხის, ჩანჩქერისა და „მჟავე წყლის" მონახულებით შევსებით თქვენი ლაშქრობა ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახდება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ წაღვერის ტურისტულ ცენტრს. |
მარშრუტის სიგრძე - 7,2 კმ
სირთულე - საშუალო ზ.დ. 1250 მ. |