ტიმოთესუბანი
გუჯარეთის ხეობის უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ტიმოთესუბნის ღვთიშობლის მიძინების სახელობის ულამაზესი ქართული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ტაძარი, ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი. ის აგებულია 12-13-ე საუკუნეთა მიჯნაზე, მისი მშენებლობა დაკავშირებულია წმიდა შალვა ახალციხელ-თორელის სახელთან. ტაძარი მთლიანად აგებულია აგურით, გუმბათი შემკულია ფირუზისფერი მოჭიქული ჩანართებით. კედლის მხატვრობა ტაძრის თანადროულია - 1205 - 1215 წწ.
ტიმოთესუბანში მოქმედებს მამათა მონასტერი, რომელიც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში შედის. მარიამობას, 28 აგვისტოს, აქ იკრიბებიან მლოცველები მთელი საქართველოდან. ტიმოთესუბანთან, მდინარე გუჯარულას მარცხენა, მაღალ, კლდოვან ნაპირზე ჩანს გამოქვაბულები, რომლებსაც შიშიანობის დროს სამალავად იყენებდნენ. მონასტრის მიდამოებში შესანიშნავი ბუნებაა, მრავლადაა წყაროები, საპიკნიკე, დასასვენებელი ადგილები. აქ დატკბებით ჩიტების ჭიკჭიკით, იხილავთ ულამაზეს პეპლებს, ისუნთქავთ წიწვის არომატით გაჯერებულ ჰაერს. ტიმოთესუბნის გზაზე შეგიძლიათ მოინახულოთ უზნარიანის ციხე და მზეთამზის ჩანჩქერი. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ წაღვერის ტურისტულ ცენტრს. ვრცლად |
მარშრუტის სიგრძე ერთ მხარეს წაღვერის ცენტრიდან
3,9 კმ სირთულე - მსუბუქი. |