ავტო-მოტო-ველო ტური
წაღვერი-ბაკურიანი-ტაბაწყური - ბაკურიანი-წაღვერი
ეს ტური შეგიძლიათ მოაწყოთ ავტომობილით, მოტოციკლით, სამთო ველოსიპედით და ფეხით.
ტაბაწყურზე შესაძლებელია თევზაობა ანკესით, კატერით სეირნობა, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ალპური მცენარეულობა, იშვიათი ფრინველები. დატკბეთ ხედებით ცხრაწყაროს უღელტეხილიდან. თუ ღამის გათევას გადაწყვეტთ, ეს შესაძლებელია ტაბაწყურში არსებულ სასტუმროში ან კარავში. აქედან შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ, ან გააგრძელოთ გზა წალკის მიმართულებით. თორი-გუჯარეთის ტურისტული ცენტრში მიიღებთ სამარშრუტო ინსტრუქციას, შეგიძლიათ იქირავოთ მანქანა მძღოლით. ასევე შეგიძლიათ საგზაო საკვების შეკვეთა. გზაზე მაჩვენებლები დგას და გზა არ აგერევათ. |
ტურის სიგრძე: 80 კმ
ზ.დ.: 1991მ სირთულე: მსუბუქი |