ტური "კუკუშკა"
"კუკუშკა" ბორჯომის ხეობის სიმბოლოა.
საუკუნეზე მეტია ის სიხარულს ანიჭებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრებს. ტურის ხანგრძლივობაა ერთი დღე, იწყება ბორჯომში 10.55 სთ-ზე, ჯგუფის განკარგულებაშია მთელი ვაგონი (25-30 ადგილი). მგზავრობა ბაკურიანამდე გრძელდება 2.15 სთ, გზად ნახავთ თვალწარმტაც ადგილებს, გიდი მოგითხრობთ მხარის ისტორიაზე, ღირსშესანიშნაობებზე, ვიწროლიანდაგიანი ხაზის მშენებლობაზე, ეიფელის ხიდზე, რომელიც ერთერთი ყველაზე ლამაზია ეიფელის მიერ მთელ მსოფლიოში აგებულ 36 ხიდს შორის და სხვა. ბაკურიანში დაათვალიერებთ კურორტს და ავტოტრანსპორტით ჩამოხვალთ წაღვერში, სადაც ხეობაში, გუჯარულას წყალზე მოგიწყობთ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით პიკნიკს. დაისვენებთ, გაერთობით და საღამოს დაბრუნდებით ბორჯომში. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მთელი ტურის მანძილზე ფოტო გადაღებას და ამ მასალას განათავსებენ ტურცენტრის ფეისბუქის გვერდზე ცალკე ალბომში, რაც საუკეთესო შთაბეჭდილებებთან ერთად სამახსოვროდ დაგრჩებათ. ამ ტურს ვთავაზობთ ტურსააგენტოებს და ორგანიზებულ ჯგუფებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. |
|
|
|