დაბა
სოფელ დაბასთან კლდეზე მერცხლის ბუდესავით აუგია წინდა .გიორგის სახელზე ეკლესია მეფე გიორგი ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს 1333 წელს, რაზეც მეტყველებს ქვაზე ამოკვეთილი წარწერა. ეკლესია მთლიანად ქვისაა და შემკულია ნაკვეთი ორნამენტებით, რაც იმ პერიოდის სამშენებლო-დეკორატიული ხელოვნების მაღალ დონეზე მეტყველებს.
ტაძრის ზემოთ კლდეში გამოქვაბულებია გამოკვეთილი, ასევე შემორჩენილია ციხის ნაშთები, რომელსაც სასიგნალო დანიშნულება ჰქონდა და მოსახლეობას მტრის შემოსევას ცეცხლის დანთებით ატყობინებდნენ. აქვე იხიზნებოდა ხალხი თავის გადასარჩენად. შიგ სოფელში მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები. აქ მისვლით არქაულ ეპოქაში ინაცვლებთ - ციკლოპური ლოდები, ხავსმოდებული კედლები სიძველის რეალურ განცდას გიქმნით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ წაღვერის ტურისტულ ცენტრს. |
მარშრუტის სიგრძე: წაღვერის ცენტრიდან დაბის წმ.გიორგის ეკლესიამდე - 4 კმ.
სირთულე: მსუბუქი |