წაღვერი-გვერდისუბანი
გუჯარეთის ხეობა ბუნებრივი სილამაზით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქტიური დასვენების მსურველთათვის ტური სოფელ გვერდისუბნამდე ერთ-ერთი საინტერესოთაგანია. გზა სამანქანე მიდის, მაგრამ ძალიან დაზიანებულია და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი, ფეხოსანი და ველო მოგზაურებისათვის მოძრაობა პრობლემას არ წარმოადგენს. გზის მნიშვნელოვანი ნაწილი მისდევს გუჯარეთის წყალს, შემდეგ გადაინაცვლებს მდელოებზე, საიდანაც ხეობის საუკეთესო ხედები იშლება. გზად შეხვდებით მინერალურ წყაროებს. ღამის გათევა შეიძლება მიტოვებულ ნასახლარებში ან კარვებში, რომლის გასაშლელი ადგილების არჩევანი დიდია. საბჭოთა პერიოდში გვერდისუბანში ფუნქციონირებდა მუდმივმოქმედი მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურისტული ბანაკი და ეს სოფელი შემთხვევით არ ყოფილა არჩეული.
საფრთხეებიდან გასათვალისწინებელია ტყეში ფოცხვერის ბინადრობა. |
ტურის ხანგრძლივობა 2 დღე
მანძილი ერთ მხარეს - 15,6 კმ ზ.დ. 1500 მ. სირთულე - მსუბუქი |