აგროტურიზმი
სტუმრად მეფუტკრესთან
ივლისის მეორე ნახევრიდან ერთი თვის განმავლობაში, თაფლის ამოღების სეზონზე გთავაზობთ ცხოვრებას და მუშაობას მეფუტკრესთან. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ფუტკრის ცხოვრების ფილოსოფიას, დააგემოვნოთ თქვენივე ხელით გამოწურული ნამდვილი ალპური თაფლი, ფუტკრის პროდუქტებისგან მოამზადოთ სამკურნალო საშუალებები... რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეიძინოთ თაფლი და ფიჭა... ცხოვრება მასპინძელთან ან კარავში. |
სტუმრად ფერმაში
თუ გხიბლავთ ეგზოტიკა და გსურთ იცხოვროთ ცივილიზაციისგან შორს, ძროხის ან ცხვრის ფერმაში, ულამაზეს ბუნებაში, მივიწყებული სოფლის ტერიტორიაზე ან მაღალი მთის საძოვარზე სოფლურ-მწყემსური ცხოვრებით, გადენოთ საქონელი, მოწველოთ, დაამზადოთ მაწონი, ყველი და სხვა... მოაგროვოთ სამკურნალო მცენარეები, თავად შექმნათ ალპური ჩაის ბუკეტი, წაღვერის ტურისტული ცენტრი თქვენთვის სპეციალურად შეიმუშავებს ამგვარ ტურს... ცხოვრების პირობები ნამდვილი „ველურია", მასპინძლის სამერნეო სახლში ან კარვებში. არავითარი კომფორტი, დაბანა წყაროს წყალზე, გაშრობა და გათბობა ღუმელთან ან კოცონზე... |
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ წაღვერის ტურისტულ ცენტრს.