სასტუმრო სახლები
აქ წარმოდგენილია ჩვენი რეგიონის განთავსების ობიექტების მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩვენს მონაცემთა ბაზაში გვაქვს მრავალი შემოთავაზება, საჭიროა დაგვიკავშირდეთ და შეგირჩევთ თქვენთვის ხელსაყრელ ვარიანტს.
საოჯახო სასტუმრო “ნატვრის ხე”
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა წაღვერი საოჯახო სასტუმრო მდებარეობს წაღვერის ცენტრში. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სასადილო ოთახი, სამზარეულო და 2 ოთახი 4 სტუმრისთვის. მეორე სართულზე მოზრდილი საერთო ოთახია (ჰოლი) და 6 სტუმრის ოთახი საკუთარი სველი წერტილებით. მესამე სართულზე 8 ოთახია, აქედან 5-ს არა აქვს სველი წერტილი. სასტუმროს აქვს საინფორმაციო ბუკლეტები, პირველად დახმარების აფთიაქი. სტუმრებს მასპინძელი სთავაზობს 3-ჯერად კვებას (შვედური მაგიდა). პროდუქტი ძირითადად ადგლობრივი წარმოებისაა. სახლს კარგად მოწყობილი ეზო აქვს ბავშვების სათამაშო ადგილითა და ტრადიციული ელემენტებით. |
|
საოჯახო სასტუმრო "ბეკო"
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფ. ტიმოთესუბანი ორსართულიანი, მანსარდიანი სასტუმრო სახლი მდებარეობს სოფ. ტბაში, ცენტრალური გზიდან 100 მ-ში. აქ კარგი პირობებია კომფორტული დასვენებისათვის – მეორე სართულზე განლაგებულია 4 ოთახი (1 ერთადგილიანი, 1 ორადგილიანი და 2 სამადგილიანი), საკუთარი სველი წერტილებით. აქვეა კარგად აღჭურვილი სასადილო ოთახი (მხოლოდ სტუმრებისათვის), ჩაის და ყავის მოწყობილობით (სასადილო ოთახი ასრულებს დასასვენებელი ოთახის ფუნქციასაც). სახლს აქვს დიდი აივანი, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. სახლის წინ არის გამწვანებული ეზო, ფანჩატურით და საბავშვო მოედნით. სახლის უკან არის ხეხილის ბაღი და ბოსტანი. ოჯახი სტუმრებს ძირითადად ადგილზე წარმოებული პროდუქტით უმასპინძლდება. |
|
ეკო კოტეჯები
ტიმოთესუბანი. კოტეჯებს აქვს კეთილმოწყობილი ეზო და ინდივიდუალური ავტოსადგომი, სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ერთი დიდი მოსასვენებელი ოთახი,სასადილო კუთხე, სამზარეულო და აბაზანა.მოსასვენებელი ოთახი მოწყობილია რბილი ავეჯით,პლაზმური ტელევიზორით სატელიტური ანტენებით და დივიდით. შიდა კიბით უკავშირდებით სახლის მეორე სართულს,სადაც განლაგებულია 3 საძინებელი, საპირფარეშო და აივანი ლამაზი ხედებით. საძინებელში დგას 1 კაციანი და 2 კაციანი საწოლები, ტუმბოები და დახურული ტანსაცმლის კარადა. სახლს აქვს ცენტრალური გათბობა,სარეცხის მანქანა და მტვერსასრუტი და სხვა. სტუმრების მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ სეზონზე. |
|
ეკო სასტუმრო 'მზეთამზე',
გთავაზობთ დასვენებისათვის საუკეთესო პირობებს. გაატარეთ დაუვიწყარი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ულამაზესი ბუნების წიაღში. სასტუმრო არის კომფორტული და მყუდრო. მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში. სასტუმრო გამოირჩევა უნიკალური სტილით, ხელოვნების ნიმუშთა სიმრავლითა და მრავალწლოვანი ხეებით დამშვენებული, კეთილმოწყობილი ბაღით. სტუმრების კომფორტი და სიმშვიდე ჩვენთვის პრიორიტეტია. ეკო სასტუმრო 'მზეთამზე' – ადგილი, სადაც გელიან. ატმოსფერო სუფევს თანამედროვე კომფორტულ ოთახებში. სასტუმროში არის: აივანი, ინტერნეტი,ცენტრალური გათბობა, აბაზანა ტუალეტი, 24სთ ცხელი წყალი, დამლაგებელი, ჯგუფებზე და ხანგრძლივ % |
|
ნანა არევაძის საოჯახო სასტუმრო
დაბა წაღვერი, მთავარი გზის მიმდებარედ. ორ სართულიან სახლს ახლავს კარგად გამწვანებული, მოვლილი ეზო. სტუმრებისთვის გამოყოფილია პირველ სართულზე სამი ოთახი სამ-სამი საწოლით და მეორე სართულზე ორი საწოლით. ორივე სართულზე არის სველი წერტილი, დასასვენებელი ოთახები ტრადიციული ელემენტებითა და რბილი ავეჯით გაწყობილი. სახლი საკმაოდ მყუდროა. არის კვებით და კვების გარეშეც. |
|
საოჯახო სასტუმრო „როზა“
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ცემში არაჩვეულებრივი გარემო ტყესთან ახლოს სიმშვიდეა და კარგი ეზო. სტუმრებისთვის გამოყოფილი ოთახების რაოდენობა 12. სველი წერტილი 14. დიდი აივნებით საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. კარგი პირობები ეზოში ბავშვებისთვის გასართობი საქანელებით. სასტუმრო იყენებს მზის ენერგიას წყლის გათბობისთვის. ამარაგებს სასტუმროს ნატურალური პროდუქტით საკუთარი ფერმიდან. |
|