ჯუმბერ ლეჟავა
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ თბილისი. დაბადების თარიღი: 23.07.1939წ. 1993 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაეცა რწმუნების სიგელი, რომლითაც მიენიჭა ,,მოგზაური დიპლომატის~ სტატუსი. 1999 წელს იუნესკომ გადასცა ,,მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი. 2002 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის სახელობის I ხარისხის ორდენი. ქ. რუსთავის საპატიო მოქალაქე. სპორტის დამსახურებული მუშაკი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო მედალი სამხატვრო აკადემიის საპატიო მედალი. ტურიზმის დეპარტამენტის საპატიო მედალი. 1986 წელს 46 წლის ასაკში ჯუმბერ ლეჟავა დაავადდა ნაწლავების განგრენით 1986_1987 წლეებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4,25 მეტრი სიგრძის ნაწლავები. 1987_1990 წლეებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდით დაამარცხა გარდუვალი სიკვდილი. 1990_1992 წლეებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში. 1. 1 საათი- 5 011 აზიდვა. 2. 6 საათი-19 378 აზიდვა. 3. 12 საათი-34 955 აზიდვა. 4. 24 საათი-44 144 აზიდვა. 5. 100 დღის გან-ში-1 730000 აზიდვა. 6. 1 წლის გან-ში-4 800000 აზიდვა. 7. 1 საათი-2 806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში. ყველა ეს რეკორდი დაფიქსირებულია მსოფლიოსა და გინესის რეკორდების რუსული გამოცემის წიგნებში. მოგზაურობის მოკლე აღწერა ______________________________________ მოგზაურობა მსოფლიოში ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით დაიწყო მარტოდმარტომ. მოგზაურობის დასაწყისი 13. 08. 93წ. გაიარა კონტინენტები: აზია, ავსტრალია_ოკეანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იყო ანტარქტიდაზე (2-ჯერ). ქვეყნები და დამოკიდებული ტერიტორიები: _234. მოგზაურობის დასასრული _ 3. 11. 2003წ. ________________________________________ მოგზაურობის პერიოდში დამყარებული მსოფლიოს რეკორდები: 1. უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი _ 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე; 2. გავლილი ქვეყნების და დამოკიდებული ტერიტორიების რაოდენობა 234. 3. გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კმ_მდე. 4. 12 საათის განმავლობაში სამთო ველოსიპედით გაიარა 353 კმ. ქ. სანტიაგო (ჩილე), _ 1997წ. 5. 4 ჯერ გააუმჯობესა ერთ წუთში პორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდი, ბოლო რეკორდი აზიდვა _ 2001 წლის 28 დეკემბერი. შვედეთი. ________________________________________ ველოსიპედები: სულ ისარგებლა 9 ველოსიპედით. 1. უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” ველოსიპედი _ მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში. 2. უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” ველოსიპედი. გაიარა 5 სახელმწიფო საქართველოდან ისრაელამდე _ 9 000 კმ-მდე. 3. უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” ველოსიპედი. გაიარა 7 სახელმწიფო თურქეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებამდე _ 10 000 კმ-მდე. 4. იტალია, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 37 სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტაივანამდე _ 75 000 კმ-მდე. 5. ფილიპინები, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 1 სახელმწიფო, ლუსონის კუნძული-500 კმ-მდე. 6. ტაივანი, ,,ჯაიენტი” ველოსიპედი. გაიარა 16 სახელმწიფო, ტაივანიდან მექსიკამდე-30 000 კმ-მდე. 7. მექსიკა, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 16 სახელმწიფო, მექსიკიდან არგენტინამდე 20 000 კმ-მდე. 8. არგენტინა, ,,ბენოტო” ველოსიპედი. გაიარა 25 სახელმწიფო, არგენტინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე-25 000 კმ-მდე. 9. ამერიკა, ,,კონანდეილი” ველოსიპედი. გაიარა 127 სახელმწიფო და დამოკიდებული ტერიტორია, აფრიკა, ევროპა და აზიის ნაწილი-100 000 კმ-მდე. ________________________________________ მოგზაურობის პერიოდში ეკვატორის გადაკვეთის ადგილები: I.ინდონეზიაში (კ. სუმატრა) ველოსიპედით. II. კირიბატის კუნძულებზე გემით. III. ნაურუში თვითმფრინავით. IV. პაპუა ახალი გვინეადან ფილიპინებზე თვითმფრინავით. V. ეკვადორში ველოსიპედით. VI. ბრაზილიაში ველოსიპედით. VII. სანტომე და პრინსიპეში ველოსიპედით. VIII. გაბონში ველოსიპედით. IX. უგანდაში ველოსიპედით. X. კენიაში ველოსიპედით. (2 ჯერ). ________________________________________ მოგზაურმა სულ გადაიღო 50 000_ზე მეტი ფოტო_კადრი. გადაღებული აქვს 200 საათზე მეტი ვიდეო ფირი. მოგზაურობის განმავლობაში სისტემატიურად აფიქსირებდა პირად შტაბეჭდილებებს, რომელიჩ 7 000 გვერდს შეადგენს. მოგზაურს ვიზა არ მისცა 6 სახელმწიფომ: საუდის არაბეთი, ერაყი, ავღანეთი, ბრუნეი, ჩრდილოეთ კორეა და ლიბია. ________________________________________ ჯუმბერ ლეჟავაზე თავდასმა მოეწყო: 1. ადამიანებისგან 50_მდე. 2. მხეცებისაგან 15_მდე. 3. სტიქიური უბედურება თავს დაატყდა მრავალჯერ. 4. სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე მრავალჯერ იდგა. მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში. 15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა. უბედური შემთხვევის გამო 6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. 1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ. ________________________________________ მოგზაური ახალ წელს შეხვდა: 1994 _ ეგვიპტე (ქაირო). 1995 _ მალაიზია (კუალა_ლუმპური). 1996 _ ჰონგ-კონგი (ჰონგ-კონგი). 1997 _ აშშ (ატლანტა). 1998 _ არგენტინა (მარ-დე-პლატა). 1999 _ საფრანგეთი (პარიზი). 2000 _ კონგო (ბრაზავილი), პონტე_ნუარი. 2001 _ ეთიოპია (კალაიბეტი). 2002 _ შვეცია (სტოკჰოლმი). ________________________________________ მოგზაურობა გააშუქა მსოფლიოს რამდენიმე ათასმა გაზეთმა, ტელე და რადიო კომპანიამ. მოგზაურმა გადალახა სამი ოკეანე, 150-მდე ზღვა, ყურე და სრუტე, 1000-ზე მეტი მდინარე და ტბა და თითქმის ყველა უდაბნო. გაიარა ათი ათასობით ქალაქი და სოფელი, სხვა დასახლებული პუნქტები. შეიძინა უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი. |